დიდი ხნის წინ, როდესაც მსოფლიო ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მოხუცი სულიერი ლიდელი ლაკოტა იყო მაღალ მთაზე და ჰქონდა ხილვა. მის ხილვაში იკტომი, ჯადოქარი და სიბრძნის მასწავლებელი ობობის სახით გამოეცხადა. იკტომი მას საღმრთო ენაზე ელაპარაკებოდა.. ლაპარაკის დროს, ობობა იკტომიმ მოხუცი ტირიფის რკალი აიღო, რომელსაც ბუმბულები, ძუა და მძივები ჰქონდა და ქსელის ქსოვა დაიწყო.
იგი მოხუც ლაკოტას სიცოცხლის ციკლებზე ელაპარაკებოდა. როგორ ვიწყებთ ჩვენ ჩვენს ცხოვრებას ჩვილობის დროს, გავდივართ ბავშვობის ასაკს და ვაღწევთ ზრდასრულობას. ბოლოს მოხუცებულობის ასაკს ვაღწევთ, როდესაც ჩვენ გვევალება ჩვილების მოვლა, რითაც ციკლს ვასრულებთ. ”მაგრამ”, თქვა იკტომიმ ქსელის ქსოვის დროს, “ნებისმიერ დროს არის რაღაც ძალები, ზოგი ცუდი, ზოგი – კარგი. თუ კარგ ძალებს მიუგდებ ყურს, ისინი სწორი გზით წარმართავენ შენს სიცოცხლეს. მაგრა, თუ ცუდ ძალებს მოუსმენ, ისინი არასწორ გზას დაგაყენებენ და შეიძლება ტკივილი მოგაყენონ.. ასე, რომ ამ ძალებს როგორც შენი დახმარება შეუძლიათ, ისე ბუნებასთან ჰარმონიაში ხელის შეშლა.”
როდესაც იკტომი საუბარს მორჩა, მან მოხუცს ქსელი გადასცა და თქვა: ეს ქსელი სრულყოფილ რკალს წარმოადგენს, რომელსაც შუაში ნახვრეტი აქვს. გამოიყენე იგი შენი ხალხის დასახმარებლად, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიონ, თავიანთი იდეები, ოცნებები და ზმანებები სასიკეთოდ გამოიყენონ. თუ შენ დიდი სულის გწამს, ეს ქსელი შენს კარგ იდეებს დაიჭერს, ცუდი კი ამ ჭრილში გავა.” მოხუცმა ლაკოტამ თავისი ხილვა ხალხს გადასცა და ახლა ბევრი ინდიელი სიზმრების დამჭერს საწოლის თავთან იკიდებს, თავისი სიზმრებისა და ოცნებების გასაცრელად. კარგებს ცხოვრების აბლაბუდა იჭერს და ხალხი ცხოვრებაში ატარებს. მათი სიზმრების ბოროტი ნაწილი კი აბლაბუდის ცენტრში ეშვება, უჩინარდება და მათი ცხოვრების ნაწილს აღარ წარმოადგენს.
ნათქვამია, რომ სიზმრების დამჭერს ხელში მომავლის ბედი უჭირავს..


