Leighton Meester

Leighton MeesterLeighton Marissa Meester დაიბადა 1986 წლის 9 აპრილს, ა.შ.შ.-ში, როდესაც დედამისი (Connie) იხდიდა სასჯელს ქალაქ Fort Worth-ში (Texas). იგი დაპატიმრებული იყო იამაიკიდან შეერთებულ შტატებში მარიხუანას გადატანისათვის.

ლეიტონი გაიზარდა Marco Island-ში (Florida). 11წლის ასაკში, ლეიტონი და დედამისი საცხოვრებლად New York-ში გადავიდნენ. მან სწავლა ნიუ იორკში მდებარე კერძო სკოლაში გააგრძელა (Professional Children’s School), პარალელურად მუშაობდა მოდელად, სააგენტო Wilhelmina Models-ში.

14 წლის ასაკში, იგი საცხოვრებლად Los Angeles-ში გადავიდა (California). ეძებდა სტაბილურ სამსახურს, თან დადიოდა Hollywood-ისა და Beverly Hills -ს საშუალო სკოლებში. რამდენიმე წლის შემდეგ გადავიდა პატარა კერძო სკოლაში და სწავლა ერთი წლით ადრე დაამთავრა.

მისი, როგორც მსახიობის დებიუტი შედგა 1999 წელს კრიმინალურ სერიალ Law & Order-ში, სადაც იგი მოკლული მსხვერპლის მეგობარს Alyssa Turner-ს თამაშობდა. ამ სერიალში იგი კიდევ ორჯერ იყო მიწვეული, რის შემდეგაც მას პირველი სერიოზული როლი შესთავაზეს ფილმში Hangman’s Curse. ლეიტონმა დაიწყო გამოჩენა, მიწვეულ სტუმრად, სერიალებში Crossing Jordan, 7th Heaven, Veronica Mars, 24, Flourish, Inside, Numb3rs, Entourage, CSI: Miami, Shark ასევე House M.D.-ში სადაც შეასრულა არასრულწლოვანი გოგოს, Ali-ს როლი, რომელსაც ჰაუსი მოეწონა. : P Continue reading