Marimarister :D

სპონტანურად დაწერილი პოსტი Vol.6

on December 3, 2011

მციიივააააა : (((

გადავწყვიტე კიდევ ერთი სპონტანური პოსტი შევმატო ჩემს ბლოგს.. რამდენი ხანია არაფერი დამიწერია და არც სურვილი მქონია დიდად, სიმართლე რომ ვთქვა.. არც იმის განხილვა მინდოდა, რაც ჩემს თავს ხდება და არც იმის, რაც მოხდა.. ახლაც არ ვაპირებ ამ თემებზე რაიმეს თქმას.. უბრალოდ ავდექი და ვწერ..

იმდენი უაზრო/აზრიანი ფიქრი მიტრიალებს თავში, რომ არ ვიცი რომელ ერთს მოვუსმინო.. როდესაც ამდენ რაღაცაზე ერთად გეფიქრება ძნელია გაარკვიო რომელია მნიშვნელოვანი და რომელი – არა, ამ დროს ყველას ერთი და იმავენაირად აღიქვამ..

დიდი ხანია ღამე არ გამითენებია.. ზამთარია, ცივა, მე კიდევ უფრო მეტად შემცივდება.. და კიდევ უფრო მეტად.. არადა როგორ არ მიყვარს ბევრი რომ მაცვია..

ყველას დავემშვიდობე, ტკბილი ძილი ვუსურვე ჩემი საკუთარი თავის გარდა.. რას ველი ნეტა.. სამი გვერდი მაქვს წასაკითხი, მე კიდევ ბლოგზე ვწერ.. ისეთი სახე მაქვს, თითქოს რამე ძალიან ღირებულს ვწერდე : )) იმდენად მეძინება, რომ ვეღარც კი ვიღიმი.. EPIC : ))

9gag-ზე ხომ არ შევიდე? არა, არა და არა!! რომ შევიდე ჩემს თავზე პასუხისმგებელი აღარ ვარ.. : )) შევყვები და შეიძლება ლექციებიც კი “შემო”მეცდინოს.. რა კარგად უწერია მებოს : “როგორ გვიყვარს “შემო”, ასე გვგონია ჩვენ კუთვნილ დანაშაულს საკუთარ თავზე იღებს.. ..თორემ მე რა შუაში ვარ? ყველაფერში ეს “შემო”-ა დამნაშავე.” : ))

ქსოვა, კითხვა, დროის გაყვანა, უსაქმურობა << ჩემი ოთხი ჰობი <3 მიყვარან ერთად და ცალ-ცალკე : )) <3

3 წიგნის კითხვა მაქვს დაწყებული (მაპატიეთ თუ კიდე რომელიმე გამომრჩით), 3 რაღაცის ქსოვა და 3 ამერიკულ სერიალს ვუყურებ.. უი, სამივე სამი რატომაა, ნეტავ? so weird, man, so weird.. : ))

ხუთშაბათს (24ში) პირველი დიიიდი თოვლი მოვიდა ^^ მაგრამ გარეთ ვერ გავედი გმგ.. : ( თუმცაღაა კვირას სოსოსთან ვიყავით და მე, სალომ და მებომ ვითომ ვიგუნდავეთ ^^ ვითომ გუნდაობა მანქანების კაპოტზე დადებული თოვლით გუნდების გაკეთებას და მისთანებს ქვიათ.. : )) გავიყინეთ, მაგრამ მარტო გარედან.. მერე გემრიელობები ვიყიდეთ და ძააალიან მყუდრო “ოთახში” პოკერი ვითამაშეთ (უმრავლესობამ პირველად ).. მერე სალომ და მე გავისეირნეთ, ვილაპარაკეთ და ისევ ძააალიან მყუდრო “ოთახში” დავბრუნდით.. ჰოომ, მებომ კარტოფილი მოხარშა და ისე გვშიოდა, რომ ეს კარტოფილი ყველაზე გემრიელი იყო, რაც კი ოდესმე მიჭამია : )) კიდე ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, ვითამაშეთ, ვიბედნიერეთ და ისევ გაყინულ ქუჩებში ვიყინებოდით ცოტა ხანი.. მე კიდევ საშკას რაღაცას შევპირდი და რა თქმა უნდა შევასრულებ!! ჩემს თავსაც დავპირდი რაღაცას და იმასაც შევასრულებ!! ^^

თეთოსთან ვიყავი ერთი კვირა.. მიყვარს ის სიმყუდროვე და უუამრავი დადებითი ემოცია, რომელიც მის სახლშია.. ^^ იქ შეგიძლია იყო საკუთარი თავი, თქვა ყველანაირი სისულელე რაც კი თავში მოგივა, იმღერო, იცეკვო, ქსოვო, იკითხო, იუსაქმურო, დრო გაიყვანო, ნინუნას აკოცო (რასაც სასტიკად ვერ იტანს) : )) კიდევ თეოს ელაპარაკო, თათას კითხო რაღაცები და გაბედნიერდე, როდესაც გაგიღიმებს ^^ სულ მინდა, რომ ასეთი მომღიმარი სახე გქონდეს, თათაა !! ^^ <3 TBBT-ს ვუყურებდით ყველა ერთად სადილობის, ვახშმობის, მათ შორის შუალედის დროს და ძილის წინ : )) ანუ თითქმის სულ.. :D

როგორ მინდა ხოლმე, რომ ასეთი მომენტები გაიწელოს, უფრო დიდ ხანს იყოს, ვიდრე სინამდვილეშია..

YouTube-ზე ყველა ვიდეო აიტვირთა და ისღა დამრჩენია დავალების სამი გვერდი წავიკითხო და დავწვე.. გვიანა, მაგრამ იმედია 1-2 საათით მაინც დავიძინებ..

Advertisement

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.