ყველანაირი შესავლის გარეშე ვიწყებ წერას იმაზე, რაზეც ამდენი ხანია ვფიქრობდი.. ვფიქრობდი როგორ დამეწყო, ხოლო რა უნდა დამეწერა უკვე დიდი ხანია ვიცი და დღევანდელმა ახალმა აზრებმა უფრო შთამაგონეს იმისკენ, რომ ჩემი ბლოგისთვის კიდევ ერთი პოსტი მეჩუქებინა..
ვაკვირდები, მერამდენედ აღარ ვიცი, თვლაში ავირიე, მაგრამ დაკვირვებას ვაგრძელებ და ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვამჩნევ.. აზრი რომ არ აქვს ისიც ვიცი.. და უკვე შევეგუე ამას, არ მაწუხებს და სხვათაშორის აღარც მტკენს.. იმდენად გავათვითცნობიერე, რომ სურვილიც კი დავძლიე.. ეს მხოლოდ შესავალია და ამის მერე ბევრს მივხვდი და ეს თურმე ის არ ყოფილა, რაც მე მეგონა და რაც შენ გგონია.. ეს ის არ არის…
1. დათოს დაბადების დღეა და მარტო მე და თათა ვართ გოგოები..
- მარ, მე სიყვარული მიყვარს, გესმის? სიყვარული მიყვარს…
- მესმის, თათ, კარგად მესმის.. მეც ხომ ზუსტად მასე ვარ…
2. მე, სალო, მებო და სანდრო..
- გრძნობა საპასუხო გრძნობას იწვევს, სიყვარული – სიყვარულს ბადებს და ესე იგი არ მყვარებია.. : )
- მართალი ხარ, მარ, გეთანხმები.. ალბათ არ გყვარებია, მაგრამ აუცილებლად შეგიყვარდება..
3. დღეს ძველი Talk.ge-ს შეკრება იყო…
გიორგი კობერიძე: – არ მიყვარს მე ეს თავის დაფასებები, თუ გრძნობა გაქვს და იმასაც აქვს რა საჭიროა ეს დროის გაწელვები და გაყვანები არ მესმის.. მაგარი უაზრობაა..
- ჰო, მაგრამ მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც გოგომ თავი ზუსტად თავის დაფასებით შეაყვარა (ვუყვები ისტორიას)
- არ მწამს, რა, ასეთი, კლიშეებზე დამყარებული ურთიერთობების.. ეს არ არის ნამდვილი გრძნობა და ნამდვილი სიყვარული…
მაგრამ თქვენ არ იცით.. არც დათომ იცის ბოლომდე როგორ მიხარია ხოლმე.. ასე ჯერ არ გამხარებია… მეუცნაურება და მუცელში სიცილებს ვგრძნობ.. )) ჩუმად ვლაპარაკობ, ჩემს თავს ვუჩურჩულებ და მეღიმება..სახე მინათდება..ვბედნიერდები ^^
ჩვენ ვგავართ ერთმანეთს.. მეც ვიპოვე ჩემი ასლი და მერე რა თუ ჯერ არ იცის.. ^^ ხომ გაიგებს.. და ყველაზე ბედნიერი ზუსტად მაშინ ვიქნები.. ზუსტად მაშინ, როდესაც მეტყვის, რომ მიხვდა.. ან არ მეტყვის – მივხვდები..
ეს პოსტი მაინც იმაზე მოკლე გამოვიდა, ვიდრე ვვარაუდობდი.. მაინც ვერ დამილაგებია ბოლომდე აზრები, მაგრამ ზუსატდ ის გადმოვეცი, რაც ჩემი აზრით ყველაზე მთავარი იყო, არის და დარჩება.. დრო არ იცდის, მე ვიცდი…


მააარ რა კარგი ხარ <3 რაღაც საყვარელი წასაკითხი იყო და ნუ შენ ხარ საყვარელი <3 შენი "ფავარა" : ))) :*
მიხარია, რომ მოგეწონა :** ჩემო “ფავარა” : )) <3