ის ცხოვობს თავის სამყაროში, რომლის კარებიც, ცდილობს, ყველას გაუღოს.. ის არ სვამს კითხვებს და ყველაფერს გულში ინახავს.. მას არაფერი აქვს ზედმეტი, არც ნაკლები და თითქოს, თვითონვე, დაძაბულობის და უამრავი პრობლემის მიუხედავად, ივითარებს ყველა იმ ბოძებულ ნიჭს, რომელთაც ღვთის საჩუქარი ჰქვიათ..
არ ვიცი, უყვარს თუ არა თავგადასავლები, მაგრამ ამ მონოტონურობის მიუხედავად ახერხებს ცხოვრების სხვადასხვა ფერებში ხატვას…. თან რა ლამაზად….
არა, ის არ არის დაკარგული, მას მხოლოდ თავისი თავის პოვნა სჭირდება.. დამკვიდრება უნდა და ცხოვრების მოწესრიგება..
და მაინც რა კარგად გამოსდის, ცხოვრების სხვადასხვა ფერებში ხატვა..
“ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება” – რამდენჯერ გაუგია ეს სიტყვები, ალბათ, მაგრამ არა ჩემგან…. მე მჯერა – მას არ ეშინია, მან იცის, რომ ყველაფერი მართლა კარგად იქნება… ადრე თუ გვიან დადგება დღე და იგრძნობს…. ნეტავ ამ დღეს მის თვალებში ჩამახედა და დამანახა ის, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი…. სიმშვიდე… შენი თვალები ხომ…. ისედაც ყოველთვის ანათებენ….
სურათზე მშვიდი, მაგრამ ცივი ფერებით, თბილი ხელებით დახატული ცისფერი ზღვაა….
და ის მაინც არ სვამს კითხვებს და ყველაფერს, ისევ, გულით ატარებს….
თითქოს მისგან, მეც ვისწავლე კითხვებისგან თავის შეკავება…
ჰმ.. ღირს, რომ?..
ამ მდინარემაც, ორ ნაპირს რომ ჰყოფს, თითქოს იგრძნოო და როგორ სწრაფად მიედინება…. ნაპირებს ასკდება, თითქოს რაღაცაზე გაბრაზებული…. მისი ტალღებიც მშვიდი, მაგრამ ცივი ფერებითაა მოქარგული….
მინდა ერთხელაც მზემ გამოანათოს, ღრუბლები გაფანტოს, მერე მდინარეც მოუკლებს სიჩქარეს და დამშვიდდება….
იცი? სულ ის წვიმის წვეთები მახსენდება, ტროტუარებს რომ დასტიროდნენ და უხაროდათ…. ტირილი სიხარულმაც იცისო, ამბობენ…
და ეს ცრემლები არ არის მლაშე…. მათზე ტკბილი სამყაროში, ხომ, არაფერია….

maro chemi maro, ai lav iu <3
LU2 <3<3 :*:*
რამდენიხანია ბლოგებზე არ დამივლია და ეს რა მშვენიერი პოსტები დამხვდა მარ
:*
ძალიან მომეწონა <3
ann.. <3 rogor miyvars rom daivli xolme.. <3 :**
sweet
Maaaar ra tbiliaaa :”>:”>:”> ramxela grznobaa chadebuli :* zalian zalian momewonaaa :*:*:*
madloba, mar.. :*:*
Pingback: What and If? What If? « Marimarister :D