როცა წვიმს….


ძალიან მიყვარს წვიმისთვის თვალის დევნება, როცა სახლში ვზივარ, გარეთ ცივა მე კი თბილად ჩაფუთნული ფანჯარასთან ვზივარ, ვზივარ და ვოცნებობ, რომ შემეძლოს იქ, წვიმით დასველებულ ქუჩაში გასვლა, სირბილი, სიცილი, წვიმის წვეთების ჭერა, ისე, რომ არავინ დამინახოს.. ან, თუნდაც ერთი წუთით გაჩერდეს დრო, ისე, რომ წვიმის წვეთებმა არ შეწყვიტონ ციდან ცვენა..

წვიმა მოდის…. ხალხს ხელში ქოლგა უჭირავს…. და ასე აღწევს თავს მთლიანად დასველებას…. ზოგი, კი, ვინც მას არ ელოდა მირბის თავშესაფრისაკენ….

ფიქრები ირევა.. ისე, როგორც წვიმის წვეთები, ერთმანეთში.. ერთ საფიქრალს მეორე ენაცვლება და წვიმა ამით უფრო მომხიბვლელი ხდება… მისი ყურების დროს უნებურად ფიქრობ, თუ რა მშვენიერია სამყარო.. რა მოულოდნელობებითაა იგი სავსე… და რამდენი ლამაზი და თვალმომჭრელი ბუნებრივი მოვლენების მომსწრენი ვართ ჩვენ, უბრალო ადამიანები… რამდენ რამეს არ ვაფასებთ და რამდენი რამ შეუმჩნეველი გვრჩება..

როგორც მაიაკოვსკიმ თქვა: “წვიმამ დასტირა ტროტუარებს”.. ეს სიტყვები ზედგამოჭრილია წვიმისათვის, როდესაც მას ფანჯრიდან დასცქერი და ხედავ, თუ როგორ ასველებს იგი გზებს, ფილაქნებნს…

აღუწერელი სიამოვნება გიპყრობს, თვალებს იმორჩილებს და ძნელია რაიმე ცუდზე იფიქრო…. როდესაც წვიმს….

One Response to როცა წვიმს….

  1. როცა წვიმს და როცა სახლში ხარ.იყურები ფანჯარაში და უცქერ ქუჩაში მოსეირნე ლამაზ წყვილს .ფიქრები გიტაცებენ და მიჰყავხარ სადღაც შორს .გინდა იყო შენც იმ ლამაზი წყვილის ადგილას, ქოლგით ხელში და სეირნობდეთ ერთად, განუწყვეტლივ .
    შემდეგ იფიქრებ უცბატ ეს მხოლოდ ფიქრებიაო ფანჯარას გაეცლები მაგრამ მაინც შენ ოცნებაზე იპიქრებ ბევრს .
    ჩემთვის მაგალითად, წვიმა დიდი სიამოვნებაა,ეს ის დროა როცა შეგიძლია ფიქრებს და ოცნებებს გაჰყვე სადღაც შორს.
    ასევე საინტერესო ფილმის ყურებაც რომანტიკულია თუ შენ საყვარელ ადამიანთან ერთად ხარ.
    მოკლედ წვმა კარგი რამაა რომანტიკული ადამიანისთვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s