თოვლი….


რამდენი ხანია არ მინახიხარ.. მომენატრე, ალბათ..

შენც ხომ იცი რა მშვიდად ვიყავი შენ გვერდით.. მხოლოდ მაშინ შემეძლო არაფერზე მეფიქრა და შენს ხელში დამეხუჭა თვალი.. და ასე ტკბილად სხვა დროს ვერ დავიძინებდი… არა, არაფერი დამესიზმრებოდა, უბრალოდ ძილშიც კი მეცოდინებოდა, რომ ჩემთან ხარ..

კარგად მახსოვს, როდესაც ქობულეთში ვიყავით ცურვიდან წასულები და ანის შეყვარებულმა ( უკვე ქმარმა ) ჩამოაკითხა.. როგორ ვერთობოდით.. ერთხელ ვკითხე, ღამე როგორ გძინავს – მეთქი და იმდენად დამაფიქრებელი პასუხი გამცა, რომ დღემდე ამაზე ვფიქრობ და მგონი ამ ბოლო დროს ვხვდები რასაც გულისხმობდა: “იმ დღის მერე, რაც ანა გავიცანი და შემიყვარდა, ღამე არ მძინავს.. შეიძლება თვალები დახუჭული მქონდეს, მაგრამ გონებას არ ძინავს, მასზე ფიქრს აგრძელებს.. და მხოლოდ მაშინ ვმშვიდდები, როდესაც ვხედავ და მასთან ერთად ვარ..”-ო.

მოდი, საწოლთან ჩამომიჯექი და მომიყევი.. ყველაფერი მომიყევი.. მე მოგისმენ, მშვიდად მოგისმენ და ყოველი სიტყვა გამიხარდება… მთავარია შენი იყოს, შენი გულიდან.. არა, მე არ მძინავს, უბრალოდ ამოვისუნთქე, მომეშვა და თვალები დავხუჭე.. ჩაიხედე, სულში ჩაიხედე, აი იქ, ღრმაააად.. ნუ გეშინია, არავის ვეტყვი.. მხოლოდ მე მომანდე.. მე შევინახავ და ეს ერთი გაიყოფა ორად, მერე ისევ შეერთდება ერთ მთლიანობად და ვიქნებით.. “ჩვენ”..

გემუდარები წამიყვანე.. ან შენ მოდი..

მინდა “ჩვენ”, ისევ მინდა.. :S

ისევ გალაკტიონის თოვლი გამახსენდა..

ჩემი იისფერი ოცნება..

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ… ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში…
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
არის გზა, არის ნელი თამაში…
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.
მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს – ყოფნა ბინაში…
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.
თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

P.S. დიდი მადლობა დონეს..:*

9 Responses to თოვლი….

  1. vaime, mar.. ar shemedzlo rame ar damewera.. momewona, dzalian momewona.. da mec mominda rame damewera.. lamazia..

  2. Pingback: What and If? What If? « Marimarister :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s