Leighton Meester


Leighton MeesterLeighton Marissa Meester დაიბადა 1986 წლის 9 აპრილს, ა.შ.შ.-ში, როდესაც დედამისი (Connie) იხდიდა სასჯელს ქალაქ Fort Worth-ში (Texas). იგი დაპატიმრებული იყო იამაიკიდან შეერთებულ შტატებში მარიხუანას გადატანისათვის.

ლეიტონი გაიზარდა Marco Island-ში (Florida). 11წლის ასაკში, ლეიტონი და დედამისი საცხოვრებლად New York-ში გადავიდნენ. მან სწავლა ნიუ იორკში მდებარე კერძო სკოლაში გააგრძელა (Professional Children’s School), პარალელურად მუშაობდა მოდელად, სააგენტო Wilhelmina Models-ში.

14 წლის ასაკში, იგი საცხოვრებლად Los Angeles-ში გადავიდა (California). ეძებდა სტაბილურ სამსახურს, თან დადიოდა Hollywood-ისა და Beverly Hills -ს საშუალო სკოლებში. რამდენიმე წლის შემდეგ გადავიდა პატარა კერძო სკოლაში და სწავლა ერთი წლით ადრე დაამთავრა.

მისი, როგორც მსახიობის დებიუტი შედგა 1999 წელს კრიმინალურ სერიალ Law & Order-ში, სადაც იგი მოკლული მსხვერპლის მეგობარს Alyssa Turner-ს თამაშობდა. ამ სერიალში იგი კიდევ ორჯერ იყო მიწვეული, რის შემდეგაც მას პირველი სერიოზული როლი შესთავაზეს ფილმში Hangman’s Curse. ლეიტონმა დაიწყო გამოჩენა, მიწვეულ სტუმრად, სერიალებში Crossing Jordan, 7th Heaven, Veronica Mars, 24, Flourish, Inside, Numb3rs, Entourage, CSI: Miami, Shark ასევე House M.D.-ში სადაც შეასრულა არასრულწლოვანი გოგოს, Ali-ს როლი, რომელსაც ჰაუსი მოეწონა. : P

2005 წელს ლეიტონს ვხვდებით სერიალ Surface-ში, სადაც იგი Savannah Bennet-ს თამაშობს. 2007 წელს გადაიღეს ფილმ Drive-Thru-ში, რის შემდეგაც მან გაიარა გასაუბრება და იგი დაამტკიცეს Blair Waldorf-ის როლზე სერიალ Gossip Girl -ში.

Blair & Chuck

პარალელურად 2007 წელს ლეიტონს ვხვდებით ფილმებში The Haunting of Sorority Row და Remember the Daze. 2008 წელს გამოვიდა ფილმი Killer Movie, მისი მონაწილეობით. მას კიდევ მრავალ ფილმში ვიხილავთ, მაგალითად: The Roommate, Date Night, რომლებიც 2010 წელს გამოვლენ.

ცოტაოდენი ინფორმაცია მისი მუსიკალური კარიერის შესახებ:

Cobra Starship & Leighton Meester

2009 წლის აპრილში, ლეიტონმა გააფორმა კონტრაქტი ხმისჩამწერ სტუდია Universal Republic-თან. მისი ალბომის გამოსვლა 2010 წლის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი. ალბომის სახელია “Love Is a Drug” და მასში სავარაუდოდ 15 სინგლი შევა.

  1. “Somebody to Love” (feat. Robin Thicke)
  2. Make It Rain (feat. Lil Wayne)
  3. Push and Pull
  4. Almost Perfect
  5. Lights Out
  6. You’re Not as Cool as You Think You Are
  7. I Feel Everything (feat. Azulon Dolmayon)
  8. Body Control
  9. What Is Love?
  10. In My Mind
  11. Front Cut
  12. Worst in Me
  13. Your Love’s A Drug
  14. Playing Games
  15. I Feel Love

ლეიტონის სიმღერები electro-pop-ის სტილშია შესრულებული. ჩემთვის პირადად, მისი სიმღერები აღმოჩენაა, რადგანაც არასდროს მომისმენია ასეთი სტილის მუსიკა. მაგალითად რომ ავიღოთ სიმღერა Body Control, დამეთანხმებით, ალბათ, რომ ასეთი სტილის შემსრულებლები ძალიან ცოტანი არიან.

მისი პირველი სინგლი “Somebody To Love”, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ლეიტონმა R&B მომღერალ Robin Thicke-თან ერთად ჩაწერა. სინგლი რადიოსივრცეში 2009 წლის 13 ოქტომბერს გამოვიდა, 14დან კი უკვე შესაძლებელი იყო მისი ინტერნეტიდან გადმოწერა. გადაღებული იქნა კლიპი:

მას აგრეთვე ჩაწერილი აქვს სიმღერა “Good Girls Go Bad” ჯგუფ Cobra Starship-თან ერთად.

2008 წელს ლეიტონმა მიიღო სამი პრემია, Teen Choice Award-ზე. 1. Actress Drama; 2. Breakout Star Female; 3. Actress Drama. 2009 წელს კი კლიპმა “Good Girls Go Bad” მიიღო ჯილდო, როგორც წლის საუკეთესო Pop ვიდეომ MTV Video Music Award-ზე.

ამჟამად ლეიტონი ცხოვრობს ნიუ იორკში და მას რეგულარულად აქვს გადაღებები სერიალ Gossip Girl-ში.

Leighton Meester

ლეიტონის შემოქმედებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი მუსიკაც და თამაშიც ძალიან ეფექტური და პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული. ვუსურვებ წარმატებებს და წინსვლას არა მარტო კარიერაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც..

3 Responses to Leighton Meester

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s